вторник, 11 июня 2013 г.

პროექტის სახელწოდება: სუსხიანმა თებერვალმა ჩემი აყვავებული ნუშის ხე                                                       დააზრო
პროექტის მთავარი იდეა(თემა): ომი და გარემო . რა მნიშვნელობა აქვს გარემოს  ომის მსვლელობის დროს. ომების შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფების,მიგრაციული პროცესების, ადამიანთა სოციალური პრობლემების აღქმა   და გაცნობა საზოგადოებისავის.
თემის აქტუალობა: თემა  აქტუალურია. იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოში  დღესაც უმარავი ცხელი წერტილია, სადაც იღუპებიან ადამიანები, ნადგურდება  გარემო,  არიან ლტოლვილები, ბავშვები  თუ მოხუცები,  საკუთარი მიწა-წყლიდან იძულებით განდევნილნი.xxსაუკუნე ომების,  კონფლიქტების საუკუნედ შეიძლება მოვიხსენიოთ., რომლის შედეგსაც დღესაც იმკის კაცობრიობა.  ჩვენი სამშობლო , საქართველოც, არ  დარჩენილა, ამ კონფლიქტების მიღმა. 1925 წლის 25 თებერვალს კი  დამოუკიდებელი საქართველო, რუსეთის  წითელი არმიის მიერ ოკუპირებული იქნა და სუსხიანმა თებერვალმა  ჩვენი აყვავებული ნუშის ხე  დააზრო. . რუსეთს დღესაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. ჩვენი სამხედროები კი მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში მონაწილეობენ სამშვიდობო ოპერაციებში. ომებისა და კონფლიქტების შედეგად  ახლაც ნადგურდება გარემო . ილახება ადამიანთა უფლებები, ხდება ეკოლოგიური კატასტროფები.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ დროსა და სივრცეში  ორიენტირება, ფაქტებისა და მოვლენების ურთიერთკავშირი, მოძიებული მასალის დამუშავება, კლასიფიკაცია, ანალიზი, სინთეზი. გააკეთონ დასკვნები. გამოუმუშავდეთ დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის , ინტერვიუების აღების მასალის მოძიების, კვლევის, შემოქმედებითი მიდგომის და აღქმის, რეფერატების მომზადების ., ფოტო -ვიდეო გადაღებების , კოლაჟების შექმნის პრეზენტაციის უნარ-ჩვევები ისტ-ის გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი  14 წელი.
ვადები და   გრძლივობა: 25 იანვრიდან  25 თებერვლამდე.
მოსალოდნელი შედეგები: კონფერენციის მომზადება თემაზე: ომი და გარემო სათაურით: სუსხიანმა თებერვალმა  ჩემი აყვავებული ნუშის ხე დააზრო. მოსწავლეები მოაწყობენ ომისა და ოკუპაციის თემაზე შექმნილ  საკუთარი ნამუშევრების გამოფენას. კონფერენციაზე გააკეთებენ რეფერატების პრეზენტაციას ისტ-ის გამოყენებით.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:სახელმძღვანელო, საბავშვო ენციკლოპედია. ლეო ქიაჩელი. ნაწარმოები ,,"მთის კაცი",. საბრძოლო დიდების მუზეუმში მოძიებული ფოტო-ვიდეო საინფორმაციო მასალები. ვეტერანებთან ინტერვიუები, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი ვიდეო- ფოტო-ფონო მასალები: " საკუთარი ნახატები, დარბაზი, ფურცლები, ფილფჩარტები.
პროექტის მსვლელობა:1შეხვედრა-25 იანვარიპროექტის მიზნებისა და  თემების გაცნობა 2 შეხვედრა -30 იანვარი-დავალებების განაწილება პროექტში მონაწილე პედაგოგებზე:ისტორიის მ,ასწავლებელი კამელია მინდაძე ისტორიული თემატიკის კურირება. გეოგრაფიის მასწავლებელი იზოლდა დახუნდარიძე- გეოგრაფიული  თემატიკის  კურირება. ხელოვნების მასწავლებელი კობა მელაძე- ომის ტემატიკა ადამიანთა  ხატოვან აღქმაში, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება 3 შეხვედრა; კონფერენციის მოსწავლეთა საორგანიზაციო კომიტეტის შექმნა: ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი საინფორმაციო უზრუნველყოფის ჯგუფი ფოტო-ვიდეო ოპერატორების ჯგუფი 4 შეხვედრა 6 თებერვალი-მოსწავლეების მიერ შერჩეული რეფერატების  ჩანიშვნა და ჯგუფების  შერჩევადა პრეზენტატორების არჩევა 5შეხვედრა  13 თებერვალი კონსულტაციები ჯგუფის ლიდერებთან და პრეზენტატორებთან 6 შეხვედრა- დასკვნითი. კონფერენცია და მოსწავლეთა ნახატების  გამოფენა
პროექტის ხელმძღვანელი კამელია მინდაძე - ისტორიის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელფოსტა:kameliamindadze@gmail.com
პროექტის ვებგვერდი:kamelia- istoriablogpost.com